Thursday, December 20, 2012

დედამიწა ჩვენი საერთო სახლია.


სასწავლო პროექტი.         
 173-ე საჯარო სკოლა,მე-4 კლასი  მასწავლებელი თ.ნოზაძე   საგანი: ბუნება.
თემა:დედამიწა ჩვენი საერთო სახლია.
პროექტის მთავარი იდეა: გავუფრთხილდეთ , მოვუაროთ დედამიწას და არც ის დაგვრჩება ვალში,როგორც დედაა დედამიწაზე  ადამიანის სიცოცხლის საწყისი ,დედამიწაც მაცოცხლებელია კაცობრიობისა.
პროექტის აქტუალობა:   მოსწავლე  ცდილობს  დასახოს პრობლემის გადაჭრის გზები, რომელიც არსებობს დედამიწის ირგვლივ და საფრთხეს უქმნის სამყაროს.
.ჯგუფის წევრებთან ერთად ცდილობს შეიმუშაოს ეფექტური გეგმა  რითაც შეძლებს მოხსნას  პრობლემები დედამიწისა და ცოცხალი სამყაროს ირგვლივ.
თემის  აქტუალურობა: აღნიშნული თემა აქტუალურია მოსწავლეთათვის, რადგან ისინი სწავლობენ, ხედავენ თავის თვალით ყველაფერს,რაც დედამიწის  „ ავადმყოფობის „ რეალური მიზეზია. მსჯელობა აღნიშნული  თემის ირგვლივ განუვითარებს მათ მსჯელობის , საუბრის და მოსმენის უნარ-ჩვევას.
პროექტის მიზანი: განუვითაროს მოსწავლეს კვლევის უნარი, თანამშრომლობის ურთიერთპატივისცემის, ცნობისმოყვარეობის, ძიების, წყვილებში და ჯგუფებში მუშაობის უნარი.
მოსწავლეთა ასაკი: 9 წელი.
ხანგრძლივობა/ ვადები: ორი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა მოაგროვონ მაკულატურა, რითაც გადაარჩენენ დედამიწის მწვანე საფარს. გააკეთონ  წარწერები ადამიანთა თავშეყრის ადგილებზე „გავუფ-
რთხილდეთ დედამიწას“, „დედამიწას შველა უნდა“ შესაბამისი ნახატებით. უფროსებთან ერთად მოაწყონ  შაბათობა  უახლოესი  სკვერის  ,ან  სკოლის  ეზოს  მოსაწესრიგებლად.
წინასწარი  ცოდნა: შეძლონ  მასალის  მოძიება  ბიბლიოთეკიდან  და  კომპიუტერიდან.
პროექტისათვის  საჭირო რესურსები : ბიბლიოთეკა,ფოტო  მასალა, ფორმატის  ქაღალდი, კომპიუტერი,  სახელმძღვანელო.
სასწავლო  პროექტის  მსვლელობა: მოსწავლეები  დავყოთ  ჯგუფებად.  თითოეულ  ჯგუფს 
მივცეთ  დავალება.
.საპროექტო  ჯგუფის  ჩამოყალიბება.   .ჯგუფებში  მოვალეობების  განაწილება.    პროექტის
პრეზენტაცია.    პროექტის  შეფასება.